ჩვენს შესახებ
„მდინარე“ დაიბადა საქართველოს ბუნებასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან ღრმა კავშირის საფუძველზე. ჩვენი სახელი უკავშირდება მდინარეს, როგორც სიცოცხლის, მუდმივი მოძრაობის, თავგადასავლისა და კავშირის სიმბოლოს.
ეს იდეა ეფუძნება ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებს“, სადაც მგზავრი, ბუნებაში მყოფი და ქვეყნის ბედზე ფიქრისას, თერგის ხასიათში ხედავს, რომ სიცოცხლე მოქმედებაშია და მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი. ამავდროულად, მდინარე თავგადასავლების, საგანძურის ძიებისა და აღმოჩენის გზაა. საუკუნეების წინ იასონი და არგონავტები კოლხეთში მდინარე რიონით, ძველი ფაზისით, მოვიდნენ ქართული კულტურული საგანძურის, ოქროს საწმისის, მოსაპოვებლად.
ბუნება ის ადგილია, სადაც ადამიანი ფხიზლდება, ამყარებს კავშირს საკუთარ თავთან, საკუთარ ქვეყანასთან და კულტურასთან.

ჩვენი ლოგო მტკვრისა და არაგვის მდინარეების შესართავით არის ინსპირირებული. ეს არა მხოლოდ ორი უმნიშვნელოვანესი მდინარის შერწყმის წერტილია, არამედ ადგილი სადაც საქართველოს ისტორია, ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა ერთმანეთს კვეთს და უკავშირდება.
„მდინარის“ მთავარი მისიაც სწორედ ეს არის: ხელი შეუწყოს ადამიანებს გავიდნენ ბუნებაში და აღმოაჩინონ კავშირი როგორც გარემოსთან, ისე საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურასთან.
გუნდი

ვალერიან სიხუაშვილი
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ანი ქორქია
ბრენდინგი და ოპერციები

გიორგი კორძაძე
ტექნიკური ხელმძღვანელი

ეკა კუბლაშვილი
ფინანსური ოფიცერი