„ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲠᲢᲝ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲐ ᲐᲠᲘᲡ, ᲩᲔᲛᲝ ᲗᲔᲠᲒᲝ, ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲘᲡ ᲛᲘᲛᲪᲔᲛᲘ.“
— ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები“
— ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები“
ჩვენი სახელი ეფუძნება მდინარეს, როგორც სიცოცხლის, მუდმივი მოძრაობის, თავგადასავლისა და კავშირის სიმბოლოს. ეს იდეა შთაგონებულია ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებით“, სადაც მგზავრი, ბუნებაში მყოფი და ქვეყნის ბედზე ფიქრისას, თერგის ხასიათში ხედავს, რომ სიცოცხლე მოქმედებაშია და მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი. ამავდროულად, მდინარე თავგადასავლების, საგანძურის ძიებისა და აღმოჩენის გზაა. საუკუნეების წინ მდინარე რიონით, ძველ ფაზისით, მოვიდნენ იასონი და არგონავტები კოლხეთში, ქართული კულტურული საგანძურის, ოქროს საწმისის, მოსაპოვებლად.
შთაგონება
საქართველოს მდინარეები
ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ აქტიურ ცხოვრებას და მოქმედებას. გვსურს, ადამიანებს დავეხმაროთ თავგადასავლების გზაზე, აღმოაჩინონ და დაამყარონ ღრმა კავშირი როგორც საქართველოს ბუნებასთან, ისე საკუთარი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის სილამაზესთან ლაშქრობისა და მოძრაობის მეშვეობით.